1763795627
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: „ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა
„საკრედიტო სააგენტო „ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია საერთაშორისო რეზერვების, სავაჭრო დეფიციტისა და სხვა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შენარჩუნებულია და კვლავ დადასტურდა BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა გაუმჯობესებულია ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის მდგრადობა და ქვეყნის, როგორც მიმდინარე, ისე საშუალოვადიანი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.