პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.
ანგარიში მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა. 2025 წელს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა მნიშვნელოვნად შეევსო საერთაშორისო რეზერვები. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება - 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 6.47 მლრდ აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ანგარიშის თანახმად, საბანკო მაჩვენებლები ჯანსაღია, ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით.