ნინო გადელია: კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს პირისპირ შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად, სექტორის განვითარებაზე
„სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე, დარგის განვითარება შეუძლებელია“, - აღნიშნავს შპს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი დირექტორი ნინო გადელია და ხაზს უსვამს საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობას კერძო სექტორის განვითარების საკითხში.
„სახელმწიფოს როლის, ჩართულობის და აქტივობების გარეშე დარგის განვითარება შეუძლებელია. პირდაპირ და გახსნილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორი ვგრძნობთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას, რადგან ეს პირისპირ შეხვედრებიც პირდაპირ გავლენას ახდენს რეალურად სექტორის განვითარებაზე, რომ გამჭვირვალედ ხდება პროცესის წარმართვა, ინფორმაციის გაზიარება იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია, რა გეგმები ისახება, როგორ მოხდება ინფრასტრუქტურისა და გენერაციის ობიექტების განვითარება“, - ამბობს გადელია.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.