Loading data...
მიხეილ დუნდუა ევრომონიტორის კვლევაზე: საქართველოს უფიქსირდება საუკეთესო შედეგები, ეს აჩვენებს, რომ პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს არის სწორი და სარგებლობს საზოგადოებრივი მაღალი ნდობით

„ეს მნიშვნელოვანი კვლევაა, ევრომონიტორი არის ევროკავშირის კვლევითი ინსტრუმენტი, რომლის პროვაიდერი არის ევროკომისია და როდესაც ორგანიზაცია თვითონ ატარებს კვლევას და ეძებს პასუხებს კითხვაზე, თუ როგორია საზოგადოების ნდობა ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ ევრომონიტორის კვლევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს უფიქსირდება საუკეთესო შედეგები და ეს აჩვენებს, რომ პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის სწორი და სარგებლობს საზოგადოებრივი მაღალი ნდობით

„საქართველოს უფიქსირდება საუკეთესო შედეგები. ეს აჩვენებს, რომ პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არის სწორი და სარგებლობს საზოგადოებრივი მაღალი ნდობით. ეს გვაძლევს სტიმულს და საშუალებას, რომ გავაგრძელოთ პოლიტიკა, რომელსაც მივყვებით და ასე განვავითაროთ ქვეყანა.

ეს შედეგები განაპირობა იმ სწორმა ეკონომიკურმა და მშვიდობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ, რომელმაც სიკეთეები მოიტანა ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, არა თუ ევროპაში გამოვირჩევით, არამედ მსოფლიოში არის გამორჩეული ქვეყანა. არაერთი საფინანსო ინსტიტუტი ამას ადასტურებს და სამომავლო პროგნოზებსაც აუმჯობესებს.

თავად ევროკომისიის მიერ ორგანიზებული, ჩატარებული და განხორციელებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო პოზიციები და ჩვენ ეს ცხადად გვეუბნება, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, რადგან როდესაც საქმე ეხება კვლევას, დაფუძნებულს რეალობაზე, რეალურ მტკიცებულებებზე, ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და სწორედ ასეთ კვლევებს უნდა დავეყრდნოთ და გავიკვლიოთ გზა“, - აღნიშნა დუნდუამ.