Loading data...
მარიამ ქვრივიშვილმა „სამსუნგის“ დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კორპორაცია „სამსუნგის“ დელეგაციას შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კორეელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ბიზნეს-მეგობრული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, დაბალი გადასახადებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ. სტუმრები ასევე გაეცნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.