Loading data...
ლონდონის საფონდო ბირჟა: ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას  ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება.

„ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს და ფასიანი ქაღალდების განთავსების საკითხებზე მის მრჩევლებს ამ ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას“, - აღნიშნულია ლინკდინის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.