Loading data...
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6952 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9378 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9582 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0815 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 ივლისს შევა ძალაში.