Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8584 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0865 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 თებერვალს შევა ძალაში.