Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5994 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9074 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9066 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0526 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ოქტომბერს შევა ძალაში.