Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8224 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8378 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9418 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9317 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0786 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 6 თებერვალს შევა ძალაში.