1711631080
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9112 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0834 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მარტს შევა ძალაში.