Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1771 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1734 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0600 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 აპრილს შევა ძალაში.