1707742920
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსიც განისაზღვრა 2.8582 ლარით. დღეს მოქმედი კურსი კი 2.8584 ლარს შეადგენს.
თურქული ლირის კურსი 0.0864 ლარს შეადგენს, დღეს მოქმედი მონაცემით კი, 0.0865 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 თებერვალს შევა ძალაში.