კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი: არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან - სექტორთან კონსულტაციით
„მისასალმებელია ასეთი შეხვედრები, სადაც სექტორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დეტალური იყოს, ან რაღაც ეტაპზე სენსიტიურიც“, - ასე აფასებს კომპანია „ბემონის“ მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას.
„ყოველ შეხვედრაზე იმ პასუხებს ვიღებთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრაც არის ამ ტენდენციის გაგრძელება, რასაც სექტორი მივესალმებით - არ დარჩა საკითხი ენერგეტიკაში, რომელზეც დეტალური განხილვა არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი მიიღება ჩვენთან - სექტორთან კონსულტაციით, რაც მისასალმებელია და წარმატების საწინდარია“, - ამბობს გიორგი მირცხულავა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.