Loading data...
ირაკლი კობახიძე: ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დაიდოს ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით.

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.