Loading data...
ირაკლი კობახიძე: 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი - ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს 8 მილიარდამდე იყო და ამ დროის მონაცემებით, 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი.

„ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას. ეს არის რუსთავის აზოტი, მეტალურგიული ქარხანა, ფერო, შაქრის წარმოება, მინის წარმოება და ა.შ. ეს არის ძირითადად ტრადიციული საწარმოები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს, თუმცა, მოხდა ამ საწარმოების თვისებრივი გადაიარაღება.

მხოლოდ აზოტში 140 მლნ დოლარის ინვესტიცია არის ჩადებული. როცა საქმე ეხება მრეწველობას, პრაქტიკულად ყველა საწარმო არის ირიბი სუბსიდიის ქვეშ. არ არსებობს საწარმო, მრეწველობის ნაწილში, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას. კონკრეტული საწარმო დაახლოებით 40 მლნ ლარის შეღავათს იღებს. რომ არა ეს, 8 მილიონის ზარალზე გავიდოდა.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკასთან მიმართებით მრეწველობის დონე დაბლა არ დავწიეთ. მოვახერხეთ, რომ გაყოლოდა ეს ყველაფერი ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, მრეწველობა 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა. 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა მარტო მრეწველობის სფეროში. 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია მრეწველობაში.

2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. აზოტი იქნებოდა გაკოტრებული. ჭიათურა და ტყიბული იქნებოდა გაჩერებული.

აგარის შაქარი, მინის წარმოება იქნებოდა გაჩერებული, რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ეს სახელმწიფოს ყოველწლიურად უჯდება მილიონები. ამას ვაკეთებთ აბსოლუტურად გააზრებულად, იმისათვის, რომ მრეწველობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.