Loading data...
ირაკლი ხელაძე: მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხებათ და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში

„მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხება და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.

მისი თქმით, 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე.

„ძალიან პოზიტიური და კარგი სიახლეა ჩვენი ათიათასობით თანამოქალაქისთვის და მათი ოჯახებისთვის, ვინაიდან სწორედ მათზეა ორიენტირებული საგადასახადო წნეხისგან გათავისუფლდნენ, რომელიც ჰქონდათ ქონების გადასახადთან დაკავშირებით. იზრდება საქართველოში ეკონომიკა, დასაქმება, ნომინალური შემოსავალი და ეს ყველაფერი საჭიროებდა გადახედვას. საპარლამენტო გუნდმა და კონკრეტულად, ჩვენმა - საფინანსო, საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იმუშავა და 40 ათასიანი ზღვარი აწეული იქნება 100 ათას ლარამდე“, - აღნიშნა ხელაძემ.

მისი თქმით, ახალი კანონი 81 ათასამდე ადამიანს შეეხება.

„საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება. რაც შეეხება ამოქმედების ვადებს, დაჩქარებული წესით იქნება პარლამენტში განხილვა. დღეს ინიციირებული იყო ბიუროზე. 1-ელ ოქტომბერს უკვე ძალაში შევა ეს გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის ქონების გადასახადს, (რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს), ეს გადაწყვეტილება შეეხება და ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში, გათავისუფლებულები იქნებიან გადასახადისგან. ეს ყველაფერი დაახლოებით 81 ათას ადამიანს შეეხება. ეს არ იქნება დამატებითი წნეხი ბიუჯეტისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.