Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, ეს არის ტურიზმის სექტორით განპირობებული, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების ტემპი გაღრმავდეს

„საქართველო თითოეული ტურისტისთვის არის გახსნილი. ჩვენ ეთნიკური ნიშნით არ ვასხვავებთ ტურისტებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„გვაქვს უპრეცედენტო ტიპის ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, ეს არის ტურიზმის სექტორით განპირობებული. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების ტემპი გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.