1761657345
ეკონომიკა
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7212 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7212 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0060 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1740 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1610 ლარი იყო. ევროს ცვლილებამ 0.0130 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 ოქტომბერს შევა ძალაში.