1756733008
ეკონომიკა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6940 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6940 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო.
ევროს კურსი 3.1579 ლარი გახდა. ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 სექტემბერს შევა ძალაში.