1720530258
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7511 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7511 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7399 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9783 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9670 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ივლისს შევა ძალაში.