1760706356
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7079 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7095 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1680 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1582 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0645 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ოქტომბერს შევა ძალაში.