„თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ საქართველოს ტურისტულ რუკაზე გამოჩნდა
შოპინგ-ტურიზმი ევროპაში დიდი ხანია მოგზაურობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ლონდონთან მდებარე Bicester Village-სა და პარიზის გარეუბანში არსებულ La Vallée Village-ს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ბევრი მათგანი ამ ადგილებს სამოგზაურო მარშრუტშიც წინასწარ ითვალისწინებს.
2025 წლის სექტემბრიდან მსგავსი სივრცე საქართველოშიც გამოჩნდა. თბილისთან ახლოს გაიხსნა „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“, რომელიც ამ ფორმატის პირველი პროექტია კავკასიის რეგიონში.
აუთლეტის გამორჩეულ გარემოს მისი არქიტექტურაც ქმნის. კონცეფციაზე ესპანურმა სტუდია L35-მა იმუშავა და თანამედროვე დიზაინში ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი დეტალები გამოიყენა.
რას სთავაზობს აუთლეტ ვილიჯი ვიზიტორს?
ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში ამჟამად 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია ფუნქციონირებს, მომავალში კი მათი რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. აუთლეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფასებია, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებულ მაღაზიებთან შედარებით 30%-დან 70%-მდე დაბალია. ასეთი სხვაობა ძირითადად გასული სეზონების კოლექციებითაა განპირობებული, თუმცა პროდუქცია ავთენტურია და ბრენდისთვის დამახასიათებელ ხარისხს ინარჩუნებს.
შოპინგის გარდა, ადგილზე ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს კერძების დაგემოვნებაც შეიძლება. სამომავლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ახალი სივრცეების დამატებაც იგეგმება, მათ შორისაა საბავშვო ზონების გახსნა.
მდებარეობა, რომელიც სამოგზაურო მარშრუტისთვის ხელსაყრელია
აუთლეტის E60 ავტომაგისტრალთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ამ სიახლოვის გამო, მისი მონახულება საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს ქვეყანაში შემოსვლისას ან გამგზავრებამდე შეუძლიათ.
მდებარეობა იმ გათვლითაც შეირჩა, რომ პროექტს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებელი, არამედ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც მოეზიდა. ამ კუთხით პირველი ნაბიჯებიც უკვე გადაიდგა და სივრცემ მეზობელი ქვეყნების რითეილის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
„თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ გახსნის შემდეგ საქართველოში კულტურას, ღვინოს, გასტრონომიასა და ბუნებას შოპინგ ტურიზმის მიმართულებაც დაემატა. პროექტის შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა ქვეყნის პოზიცია რეგიონულ ბაზარზეც გააძლიეროს და საქართველო კავკასიაში შოპინგისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად აქციოს.
აუთლეტში წარმოდგენილი ბრენდების, მიმდინარე შეთავაზებების, სამუშაო საათებისა და ვიზიტთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ნახვა ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.