Loading data...
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების ვორქშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ინტერაქციული ვორქშოპი „სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება” გაიმართა.

ვორქშოპს AgileSchool-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსი გიჯაშვილი უძღვებოდა.

ვორქშოპზე მეწარმე ქალებმა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, ამასთან ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვის პროცესებსა და QBR მიდგომის მნიშვნელობას გაეცნენ.

ღონისძიებაში 40-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ვორქშოპის მონაწილეებს შესალებლობა ჰქონდათ, დეტალურად განეხილათ სხვადასხვა ბიზნესქეისი და ბიზნესის მართვის შესახებ შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ.

„საქართველოს ბანკი მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებებს რეგულარულად მართავს. ჩვენი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ, ამასთან დარგის ექსპერტებთან და თანამოაზრეებთან საჭირო კავშირები განამტკიცონ. ჩვენ, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ჩვენ არაერთი თემატიკის ღონისძიებას ვუწევთ ორგანიზებას და მოხარული ვართ, რომ მათდამი დაინტერესება მუდმივად იზრდება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ ვორქშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.