Loading data...
საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად ბანკმა საკრედიტო AmEx ბარათის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი.

ციფრული AmEx ბარათი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაამატონ ბარათი ციფრულ საფულეებში, გადაიხადონ მარტივად და ისარგებლონ ბარათის ყველა უპირატესობით.

აღნიშნულ სიახლესთან ერთად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით - 1 აპრილამდე ციფრული საკრედიტო AmEx ბარათის პირველი წლის საკომისიო 0₾-ია.

ინფორმაციისთვის, აქამდე მომხმარებლებს AmEx ბარათის მისაღებად ფიზიკური ბარათის შეკვეთა, რამდენიმე დღის განმავლობაში დალოდება და შემდეგ ფილიალში მისვლა სჭირდებოდათ. ახალი ფუნქციონალით კი, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბარათის ციფრული ვერსია მობილბანკში მომენტალურად აიღონ და გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყონ.

AmEx ბარათის შეკვეთას, მობილბანკიდან, მომენტალურად შეძლებთ.