Loading data...
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორქშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე - თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია.

ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი - საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვორქშოპის მონაწილეები:

  • გაიგებენ, როგორ შეიძლება საკუთარი მოტივაციის მართვა და ეფექტური ლიდერის როლის გაძლიერება
  • გაეცნობიან გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პრაქტიკულ მიდგომებს
  • ისწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები
  • გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს და გრძელვადიან სამოტივაციო სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობასა და პროდუქტიულობას

ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში - ესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.