Loading data...
Bina24.ge - ბინები დღიურად ბათუმში

ბათუმი

ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთი ულამაზესი და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია.

მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო საზაფხულო კურორტია, ჩვენ თუ გვკითხავთ, ბათუმი მშვენიერია გაზაფხულზეც, როცა ბუნება ცოცხლდება, გარემო მწვანდება და მზე სულ სხვანაირად ანათებს. ს

უბტროპიკული კლიმატის გამო, აქ გაზაფხული ყველაზე ადრე მოდის და კაფეებში ვერანდაზე, გარე სივრცეში დასაჯდომი ამინდები ყველაზე ადრე დგება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ გაზაფხულის გასეირნებაზე ბათუმში, რაც შეიძლება ზუსტად ისაა, რაც ახლა გჭირდებათ.

აყვავებული ბოტანიკური ბაღი

გაზაფხულზე ბუნება რომ იღვიძებს და ეს ულამაზესი სანახაობაა, ალბათ, ყველა ქალაქისთვის ერთი და იგივეა. მაგრამ ბათუმური გაზაფხული მაინც სულ სხვაა, მით უმეტეს თუ აყვავებულ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, 9 კილომეტრში, მდებარეობს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არის წარმოდგენილი მცენარეები.

რა იქნება გაზაფხული იქ, სადაც მსოფლიოს ყვავილები ცოცხლდებიან სხვადასხვა ფერებით. ისეირნე ბოტანიკურ ბაღში და დატკბით აქედან შავი ზღვის ხედით. 111 ჰექტარზე გაშენებული მცენარეები, შავი ზღვის ნიავი, ნამდვილად ყველაზე ჯანსაღ და სუფთა გარემოს ქმნის ნებისმიერი სტუმრისთვის.

სანაპიროზე გასეირნება

ზღვის სანაპიროზე სეირნობა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის. აქაური სიმშვიდით მოცულმა შეიძლება საათობით იფიქრო, ჩამოჯდე პლაჟზე და დატკბე ზღვის სუნითა და ხედებით.

ამასთან, სანაპირო ზოლს ბათუმის შესანიშნავი ბულვარიც მიჰყვება, აქ სეირნობა უფრო ხალხმრავალია, შეგიძლია იქირაო ველოსიპედი და ისე მოიარო მთელი ბულვარი. ისუნთქო სუფთა ჰაერი. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბულვარში კაფეები და სასადილოები ხსნიან თავიანთ გარე სივრცეებს და სტუმრებს ეპატიჟებიან ზღვის სასიამოვნო ნიავით ტკბობისას ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად.

ცხოვრება ბათუმში

მოსაწყენი ზამთრის შემდეგ, ბათუმში კულტურული ცხოვრებაც აქტიურდება. ამიტომ არ გამოგეპაროთ მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მოვლენები: ჯაზფესტივალები, კონცერტები, გამოფენები. აპრილში ხშირად იმართება კინოფესტივალი BIAFF-იც, რომელიც იზიდავს კინორეჟისორებსა და კინოს ენთუზიასტებს მთელი მსოფლიოდან. გარდა ამისა, იცოდით, რომ ბათუმის თეატრს ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული დასი ჰყავს და მრავალ სპექტაკლსაც დგამს?! თუ არა, გადახედეთ აფიშას და დაგეგმეთ სტუმრობა ბათუმის დრამატულ თეატრში.

აჭარა

აჭარა საქართველოს ზღაპრული ნაწილია. გაემგზავრეთ ბათუმიდან და აღმოაჩინეთ აჭარის აყვავებული სოფლები.

გაზაფხული ამ მთებსა და ხეობებს მწვანე საოცრებად აქცევს. იმოგზაურეთ სოფელ მახუნცეთში, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ მახუნცეთის თვალწარმტაცი ჩანჩქერი და მოიაროთ აყვავებული ტყეები. ან გაემგზავრეთ ისტორიულ ქალაქ გონიოში, რათა დაათვალიეროთ მისი ძველი რომაული ციხე და დატკბეთ სანაპირო ზოლის განსაცვიფრებელი პანორამებით.

თუ ბათუმში შედარებით ხანგრძლივად რჩებით, შეგიძლიათ მაღალმთიანი აჭარის სოფლებსაც ესტუმროთ და ეზიაროთ ამ რეგიონის მთელ სილამაზესა თუ გასტრონომიას.

მოდი გადავიდეთ პრაქტიკულ რჩევებზე. რადგან ბათუმი მტირალას მთასთან ძალიან ახლოს მდებარეობს, აქაური ამინდი საკმაოდ ცვალებადია, თუმცა გაზაფხულზე აქ ზომიერი ტემპერატურაა, ჩვეულებრივ 15 გრადუსიდან 20 გრადუსამდე. გაითვალისწინეთ ბათუმის წვიმიანობა და თან მუდმივად იქონიეთ საწვიმარი.

ბათუმში ჩასვლა უამრავი გზით შეიძლება: ბათუმი ადვილად მისადგომია საჰაერო გზით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, აქ თბილისიდან სწრაფმავალი მატარებელიც ჩამოდის. ქალაქში გადაადგილებისთვის მოსახერხებელია ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა კარგი ამინდის პირობებში, ფეხით სეირნობას გირჩევდით.

განთავსება: ვინაიდან ბათუმი ტურისტული ქალაქია, აქ საცხოვრებლის პოვნა არ გაგიჭირდებათ: ბუტიკ-სასტუმროებიდან დაწყებული ზღვისპირა კურორტებით დამთავრებული, რომელთაგან ბევრი გთავაზობთ განსაცვიფრებელ ხედებს ზღვაზე ან ქალაქის ჰორიზონტზე. თუ უფრო მყუდრო და ეკონომიური მოგზაურობის მომხრე ხართ, აპარტოტელების რაოდენობით ბათუმი, ალბათ, პირველი ქალაქია საქართველოში. ამიტომ, გამგზავრებამდეც შეგიძლიათ Bina24.ge-ზე მოძებნოთ ბინები დღიურად ბათუმში, დაჯავშნოთ და ისე ესტუმროთ ქალაქს.

დასასრულს, გაზაფხულის ბათუმი არის სასიამოვნო და მაცოცხლებელი ენერგიებით სავსე ქალაქი. იგი დამსვენებლებს გთავაზობთ ბუნების, კულტურისა და დასვენების სრულყოფილ შერწყმას. მიუხედავად იმისა, გიზიდავთ ფერადი ბაღები, კულტურული გამოცდილება თუ უბრალოდ განტვირთა ზღვაზე, ბათუმი ყველაფერს დაგახვედრებთ.

ასე რომ, ჩაალაგეთ ჩანთებით, დაწერეთ შვებულებები, დაჯავშნეთ ბინები დღიურად ბათუმში, იმდენი ხანი, რამდენიც გსურთ და მიეცით თავს განტვირთვისა და დასვენების საშუალება.