Loading data...
არ გამოგრჩეთ - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და თანამედროვე ბიზნესინსტრუმენტების გაზიარებას.

10 თებერვალს, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გაიმართება ვორქშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“, რომელსაც ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Solutioneer-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქალი მეწარმეებს თანამედროვე ბაზრის რეალობასთან ადაპტირებულ, პრაქტიკულ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  • რა არის გაყიდვების მიმართულებით ძირითადი გამოწვევები დღეს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე
  • როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში
  • რა როლი აქვს სწორ, მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში
  • როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა და სხვა

ვორქშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში - ლოკალური და საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკული ქეისების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ რეკომენდაციები რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება გაიმართება 10 თებერვალს, 17:00 საათზე. საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია, საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა Business 360˚-ის ფარგლებში, განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებსკურსებს, ვორქშოპებს, კვლევებსა და პრაქტიკულ ინიციატივებს მეწარმეებისთვის.