Loading data...
საქართველოში დღეს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბერს საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალ მთაში 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +12, +17°; მთაში +7, +12°; მაღალ მთაში +3, +8°.