Loading data...
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

19 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

სოხუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +22 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.