Loading data...
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

19 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +5, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 3 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -1 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

თოვლს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

დიდია თოვლის ალბათობა თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.