როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბერს საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ.
meteo.gov.ge-ის ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს რაიონში მცირე წვიმა, მთაში თოვლის სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, +8°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°,°.ზოგან -7°-მდე; დღისით +7, +12°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -10, -5°; დღისით +1, +6° .