Loading data...
როგორი ამინდი იქნება 8 ნოემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ნოემბერს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის ქარი, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +6...+11, ხოლო მთაში +1...+6 დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიანეთში - თოვლის სახით. სინოპტიკოსები ვარაუდობენ დასავლეთის ქარს. ტემპერატურა ბარში +6...+11 იქნება, მთაში +1...+6.

დედაქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის ბოლოს მოსალოდნელია წვიმა. ქალაქში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, ხოლო ღამით +5 იქნება.