როგორი ამინდი იქნება 4 ივლისს საქართველოში?

4 ივლისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.
წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.
ნალექიანი დღეა ბორჯომში, +22 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.