Loading data...
როგორი ამინდი იქნება 23 ოქტომბერს საქართველოში

23 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს ქალაქში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +21 გრადუსს ვარაუდობენ.

ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთში გამოიდარა - ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი: დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთშიც - დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა - დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

მესტიაში უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს, მოსალოდნელია წვიმა.

ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა - +21 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ამინდს ელოდებიან ბაკურიანშიც: დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში - დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი. 

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი - დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +11, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან - ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, სადაც დღისით +18, ხოლო ღამით +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექია მოსალოდნელი გურჯაანშიც - დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი.

რუსთავშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.