1753614941
ამინდი
„მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 38-41 გრადუსამდე“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს.
„27-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.