1775207144
ამინდი
ქარი, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოში 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაციაში.