Loading data...
„ქარბუქი, ზვავსაშიშროება და საავტომობილო გზებზე ლიპყინული“ - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).