Loading data...
ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე ჩამოვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში, -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე დაეცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტო საფრთხის მაღალი დონე აქვს გამოცხადებული.