გარემოს ეროვნული სააგენტო: 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში თოვა, ზვავსაშიშროება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან - ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან - ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).