Loading data...
20-21 სექტემბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს საფრთხის საშუალო დონე აქვს გამოცხადებული.