Loading data...
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი კონკრეტულად ლიგა 2-მა გამოარჩია და მას ბოლო ტურში, „რედ სტარის“ წინააღმდეგ ორი საგოლე პასი დაუფასა. ზურიკომ ასისტებით „სენტ ეტიენის“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა - 2:0.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება.

„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 49 ქულით მეორე ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „გრენობლს“ ესტუმრება.