Loading data...
ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი. 

მას კონკურენციას უწევენ პარი სენ-ჟერმენის შემტევი ბრედლი ბარკოლა და ლილის მეკარე ლუკას შევალიე.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი ტოპ ლიგების ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და მისი გოლი „ოსერის“ წინააღმდეგ, ლიგა 1-ის ოქტომბრის 5 საუკეთესო გოლს შორისაც დასახელდა.