Loading data...
ჟოაო ფელიქსი: საქართველოს ნაკრები ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძვის წარმატების მისაღწევად

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა ​საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ბრძოლისუნარიანი გუნდია.

„რთული თამაში გველის, საქართველოს ნაკრები ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც ბოლო წუთამდე იბრძვის წარმატების მისაღწევად. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ვიცით, როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

მწვრთნელი შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს და იმედი მაქვს, სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები, რათა გუნდს დავეხმარო.

რობერტო მარტინესმა ამიხსნა, რატომ არ ვითამაშე პირველ ორ შეხვედრაში და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ თამაშში ჩასართავად. როცა გუნდს დავჭირდები, რითაც შემიძლია, დავეხმარები“, - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი.