1772657484
სპორტი
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე „ვილიარეალის“ თვის მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის
გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალში“ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
კლუბის საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივარს შეუძლია სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს, ასეთი კი სულ სამია: მიქაუტაძე, პაუ ნავარო და პაპე გეიე.
მიქაუტაძემ თებერვალში „ვილიარეალის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ის ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ხმის მიცემა რეგისტრაციის შემდეგ მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 31 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.