Whoscored-მა და Sofascore-მა გიორგი მიქაუტაძის თამაში შეაფასეს

„ლიონმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ბუქარესტის „სტიაუა“ 4:0 გაანადგურა, გიორგი მიქაუტაძემ კი, ბრწყინვალედ ითამაშა - ოთხივე გოლში მონაწილეობდა.
ქართველმა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. გიორგის თამაში შეაფასეს ცნობილმა სტატისტიკის საიტებმა: Whoscored-მა 9.5 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა მიქაუტაძეს თამაში 9.8 ქულა დაუწერა.
„ლიონმა“ „სტიაუას“ ბარიერი ძალიან ადვილად დაძლია, ორი მატჩის ჯამში 7:1 აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირება მოუწევს.
მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 25 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში დუბლი მესამედ შეასრულა: "ოსერთან" (ლიგა 1-ში), "ყარაბაღსა" და "სტიაუასთან" (ევროპა ლიგაზე).
„ლიონი“ სანაკრებო პაუზამდე ლიგა 1-ში 16 მარტს, „ლე ავრს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერთან“ მატჩები 10-17 აპრილს ელოდება.