Loading data...
ვილი სანიოლი: უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო - იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება

„უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგევძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, მატჩი უკეთ დავიწყოთ და დავალებები შევასრულოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინასთან თამაში ცუდად დაიწყო და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.

„უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყეთ და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, არგამოძახების მიზეზი მხოლოდ დამღლელი მგზავრობა არაა, მას ჩემს სისტემასთან ადაპტაცია უჭირს.

უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთანაც შეხვედრის გარკვეულ პერიოდში. მიმაჩნია, ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არაა, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელია და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა.

ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, მატჩი უკეთ დავიწყოთ და დავალებები შევასრულოთ“, - აცხადებს ვილი სანიოლი