Loading data...
ვილი სანიოლი: ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია პარიზში გადავიდა, ბედნიერია და ეს მინდროზეც ჩანს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა.

„ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია პარიზში გადავიდა. ისიც ბედნიერია და ეს ყველაფერი მინდროზეც ჩანს.

კარგად ვხედავთ, რომ ხვიჩა მოედანზე ბევრს შრომობს, პროდუქტიულია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მისგან ნაკრებშიც იმავეს ველი“, - განაცხადა სანიოლმა.