Loading data...
ვერცხლის მედალი მხატვრულ ცურვაში - მარია ალავიძე მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია

ისტორიაში პირველად ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კანადაში მხატვრული ცურვის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. მხატვრულმა მოცურავე მარია ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, სპორტსმენმა 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მარია ალავიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება შეძლო.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.