Loading data...
უეფას ევროპისა და კონფერენს ლიგის ფინალისტები ცნობილია

უეფას ევროპისა და კონფერენს ლიგის ფინალისტები ცნობილია.

ევროპის ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდება. იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში „მარსელი“ 4:1 დაამარცხეს, ხოლო გერმანულმა გუნდმა „რომას“ 4:2 სძლია.

აღსანიშნავია, რომ განმეორებით შეხვედრაში „ბაიერი“ 0:2 აგებდა, თუმცა მატჩის 90+7-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრა. ეს ყველა ტურნირის ეგიდით ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ზედიზედ 49-ე წაუგებელი მატჩი იყო, რითაც ევროპული ფეხბურთის რეკორდი დაამყარა. ევროპის ლიგის ფინალი 22 მაისს დუბლინში გაიმართება.

კონფერენს ლიგის ფინალში კი პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ბერძნებმა ორი მატჩის ჯამში ინგლისური „ასტონ ვილა“ 6:2 დაამარცხეს. რაც შეეხება „ფიორენტინას“, იტალიურმა გუნდმა ბელგიურ „ბრიუგეს“ 4:3 მოუგო. ფლორენციელები კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებენ, გასულ წელს მათ „ვესტ ჰემთან“ 1:2 წააგეს.

„ოლიმპიაკოსისა“ და „ფიორენტინას“ ფინალური მატჩი 29 მაისს ათენში შედგება.